აქტუალური
„ხელისუფლებამ ავღანეთიდან ქართული ჯარის გამოყვანაზე უნდა იზრუნოს“

isaf-aqtualurii1საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალ საქართველოს“ მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ავღანეთიდან ქართული ჯარის გამოყვანაზე უნდა იზრუნოს“. როგორც პარტიის პრესსამსახური საქინფორმისადმი გზავნილში აღნიშნავს, „თავისუფალი საქართველო“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში 19 დეკემბრიდან გაუჩინარებულ სერჟანტ გიორგი კიკაძის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს ჯარისკაცის ოჯახს.

ეს უკვე მე-19 ქართველი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც ISAF-ის მისიას შეეწირა“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პარტია მიიჩნევს, რომ ავღანეთში თითოეული ქართველის გარდაცვალებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ჩაითრია საქართველო ამ სამხედრო კამპანიაში. მოვუწოდებთ ახალ ხელისუფლებას, გადახედოს საქართველოს ავღანეთის მისიაში მონაწილეობის საკითხს და, სულ მინიმუმ, იზრუნოს ქართული კონტიგენტის რაოდენობის შემცირებაზე მაინც“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„თავისუფალი საქართველო“ მიმართავს საზოგადოებას, განსაკუთრებული ყურადღება და პრინციპულობა გამოიჩინოს ამ თემის მიმართ, რათა საქართველომ საბოლოოდ შეწყვიტოს უცხო სახელმწიფოთა ინტერესებისთვის წარმოებულ ომებში მონაწილეობა.