საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. 30-მდე საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა მემორანდუმს პრეზიდენტის გადადგომის თაობაზე.
დღეს, 2013 წლის 4 იანვარს, 13:00 საათზე, დიდი შეკრებაა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენციასთან მისი გადადგომის მოთხოვნით.
მემორანდუმში ნათქვამია:„ვაფიქსირებთ რა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, არაადეკვატურობას მის პოსტთან, წლების მანძილზე მისი და მისი გუნდის მიერ ჩადენილ მრავალ არაკონსტიტუციურ და დანაშაულებრივ ქმედებებს, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ქართველი ერი, შეარყია ქართული კულტურა და დაარღვია საქართველოს მთლიანობა და სახელმწიფოებრიობა, ცალსახად ვაცხადებთ და კატეგორიულად მოვითხოვთ:
დაუყოვნებლოვ გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
აღნიშნულის მოთხოვნით დაწყებული ხელმოწერების შეგროვება გაგრძელდეს მთელი საქართველოს მასშტაბით, რისი ორგანიზებისა და განხორციელებისათვის ვერთიანდებით და თანაბრად ვინაწილებთ შესრულების პასუხისმგებლობას“.
მემორანდუმის ხელმომწერ ორგანიზაციათა და მხარდამჭერთა დიდი შეკრება.
ხელმოწერები დღეისათვის 800 000-ს აჭარბებს.