უცხოეთი
კლინტონი საავადმყოფოდან გამოწერეს

klinton-ucxსაქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გუშინ ნიუ იორკის საავადმყოფოდან შემდგომი გამოკვლევისთვის სხვა ადგილას გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც კვირას თრომბითა და ინსულტის საფრთხით მისი ჰოსპიტალიზება მოახდინეს. სახელმწიფო მდივანს ანტითრომბული პრეპარატებით მკურნალობდნენ. ამჟამად მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა, ავადმყოფობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის შემდგომ პოლიტიკურ კარიერას, კერძოდ, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰილარი კლინტონს შემცვლელი გამოუძებნა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე სენატორ ჯონ კერის კანდიდატურა წამოაყენა. ობამა იმედოვნებს, რომ სენატი მოკლე ხანში დაამტკიცებს კერის კანდიდატურას. ამჟამად კი იგი სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა.