სამართალი
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა

samarTali-3საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. შსს-ის ინფორმაციით, 2 იანვარს, ღამის პირველი საათისთვის, შეშელიძის ქუჩაზე , №31 ელგანათების ბოძის მიმდებარედ, ავტომობილი „ბმვ 528 I“ ასფალტის მოყინულ ზედაპირზე მოცურების შედეგად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ქვეითად მყოფ თბილისის საპატრულო პოლიციის პატრულ -ინსპექტორ გიორგი თექთუმანიშვილსა და ქვეითად მყოფ მოქალაქე გიორგი გიგაურს დაეჯახა. ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით, გიორგი თექთუმანიშვილი გადაყვანილი იქნა ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, ხოლო გიორგი გიგაური გადაყვანილი იქნა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა ამჯერადაც მძიმეა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმის გამოძიება დაიწყო.

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგენილი იქნა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მომხდენი მძღოლი კარლო . რომელმაც დაკითხვისას აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული.

აღსანიშნავია, რომ გიორგი თექთუმანიშვილს ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც თავად იმავე ადგილას, სხვა ავტოავარიის შემთხვევის ოქმს აფორმებდა.

როგორც გაირკვა, შეშელიძის ქუჩაზე ორივე ავტოავარია სავალი ნაწილის მოყინვამ გამოიწვია.

გამოძიებით ირკვევა, რომ გიორგი თექთუმანიშვილმა მის მეწყვილესთან ერთად, და ასევე , ამ რაიონში მოძრავმა სხვა საპატრულო ეკიპაჟებმა, მოყინული გზის შესახებ, შესაბამისი რეაგირების მოხდენის მოთხოვნით, მერიის ცხელ ხაზს 6- ჯერ აცნობეს, თუმცა მერიის შესაბამის სამსახურს არცერთ შეტყობინებაზე რეაგირება არ მოუხდენია.

შეშელიძის ქუჩის ამ მონაკვეთზე, ღამით, მხოლოდ 2 საათის განმავლობაში ავტოავარიის 3 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ ფაქტს გამოეხმაურა მერიის შესაბამისი სამსახურიც.