საზოგადოება
„გადაწყვეტილება – კონსტიტუციურად მართალი, ქვეყნისთვის – ღირსეული“

gadadeqi-sazogad2საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. 50 ორგანიზაცია საგანგებო მიმართვას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ქართველი საზოგადოება ხვალიდან, 4 იანვრიდან, საპროტესტო აქციებს იწყებს. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით დღემდე 800 000 ხელმოწერა შეგროვდა. 20 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი არალეგიტიმური გახდება. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს ქვეყანა 5 წლის  ვადით ირჩევს. სააკაშვილი კი მეორე ვადით მოღვაწეობას 2008 წლის 20 იანვარს შეუდგა. პრეზიდენტმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კონსტიტუცია მრავალგზის დაიმხეს თავზე. იქ ჩაწერეს მუხლი, რომლის თანახმადაც, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

საოცნებო პარლამენტი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას არ აპირებს. საზოგადოების ერთი ნაწილი კი ითხოვს, სააკაშვილმა პოსტი იანვარში დატოვოს.

აქციის ორგანიზატორები საზოგაოდებას მოუწოდებენ: ღირსება აქვს იმ ხალხს, რომელიც იცავს თავისი ქვეყნის კონსტიტუციას და იმ მოთხოვნას, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა ხუთი წლის ვადით. მოგიწოდებთ! 2013 წლის 4 იანვარს 13:00 საათზე, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ყველამ ერთად წარვადგინოთ ხალხის მოთხოვნა-ულტიმატუმი და ამით დავეხმაროთ მიხეილ სააკაშვილს მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც კონსტიტუციურად არის მართალი, ხოლო ქვეყნისთვის ღირსეული.

„ერთსულოვანი საპროტესტო მუხტი შედეგს გამოიღებს და სააკაშვილი ვეღარ შეძლებს, თვითნებურად გაიხანგრძლივოს ვადა 2013 წლის ოქტომბრამდე, თვითნებურად დაითხოვოს მთავრობა და პარლამენტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის გადადგომის მემორანდუმს 50 ორგანიზაცია და მათი წარმომადგენლები აწერენ ხელს:რეზო ჩხეიძე, მიხეილ ანდღულაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, ელგუჯა ბურდული, რეზო ძოძუაშვილი,  ვახტანგ ტატიშვილი, ნიაზ ბოლქვაძე, ზაზა ხატიაშვილი, იური ვაზაგაშვილი, ლაშა ჩხარტიშვილი, ნუგზარ კახნიაური, ავთანდილ იოსელიანი, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი, ნათია ავსაჯანიშვილი, ანზორ ბაბუხადია, გიზო შარვაშიძე, მარინა კაჟაშვილი, ვასილ კადენეცი, გიორგი გაგლოევი, შოთა ზოიძე, ლელა ნაცვალაძე, ედიშერ რევიშვილი, გულიკო გაბაძე, დავით თედორაძე, თეიმურაზ კვარაცხელია, ალექსანდრე კობაიძე, ნინო ჩხობაძე, გიორგი ჟორჟოლიანი, ნიკოლოზ მჟავანაძე, გურამ ჩხაიძე, გიორგი ახმეტელი, ირაკლი გიორგაძე, ნუნუ მუმლაძე, შოთა ჩხეიძე, ტიტე ლეფსაია, ნანა შარაშიძე, თამარ სამსონიძე, მარინე გოშაძე, ფრიდონ ინჯია, გიორგი შარვაშიძე.