საზოგადოება
საქართველო სუამ-ის თავმჯდომარე ქვეყანაა

suami-sazogadoebaa1საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. 2013 წლის პირველი იანვრიდან საქართველო სუამ-ის თავმჯდომარე ქვეყანა ოფიციალურად გახდა.

მანამდე კი, გასული წლის 7 დეკემბერს, დუბლინში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მე-19 სხდომის ფარგლებში გაიმართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მე-20 სხდომა. სხდომაზე მხარეებმა განიხილეს სუამ-ის ფარგლებში მიმდინარე აქტუალური საკითხები, კერძოდ, პოლიტიკური ურთიერთქმედების, უწყებათაშორისი და ორგანიზაციის პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით. 
საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე საქართველომ 2013 წელს სუამ-ის თავმჯდომარეობა ჩაიბარა და ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოებს თავმჯდომარეობის პროგრამა წარუდგინა. 
საქართველომ სუამ-ის თავმჯდომარეობა აზერბაიჯანისგან გადაიბარა, რომელიც ორგანიზაციას 2012 წლის პირველი იანვრიდან თავმჯდომარეობდა.