სამართალი
საზარელი მკვლელობა ალგეთში

mkvleloba-samarTalii1საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე გამოძიება მიმდინარეობს. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებისთვის ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე ცნობილია.

საქმეს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიცია იძიებს. 
საზარელი მკვლელობა სოფელ ალგეთში პირველ იანვარს მოხდა. 47 წლის რამიზ დოვრუშოვს ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში 4 ტყვია ესროლეს. მის მეუღლეს, 44 წლის ჯავახიზ დოვრუშოვას კი, თავის არეში 3 ტყვია აქვს მოხვედრილი. თვითმხილველების თქმით, ეჭვმიტანილმა მამაკაცი სახლთან ახლოს, ქუჩაში მოკლა, შემდეგ კი ეზოში შევიდა, მის მეუღლეს ესროლა და საქონლის სადგომში ხელყუმბარა ააფეთქა, სადაც დაღუპულების შვილი იმყოფებოდა. 
ვალიდ დოვრუშოვი ამ დროისათვის მარნეულის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობს. ადგილობრივებს ეჭვი აქვთ, რომ დანაშაული მათივე თანასოფლელმა – დაღუპულების შორეულმა ნათესავმა ჩაიდინა, რომელსაც დოვრუშოვების ოჯახთან კონფლიქტი ჰქონდა.