აქტუალური
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს და აფასებს საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო ოპერაციებში. ლეონ პანეტამ ქართველი სამხედროების მამაცობასა და პროფესიონალიზმზეც გაამახვილა ყურადღება.
სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ისაუბრეს საერთაშორისო მისიებში თანამშრომლობის საკითხებზეც. ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველო კვლავ რჩება აშშ-ის სანდო პარტნიორად. ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ პოსტ-ISAF-ის პერიოდშიც დაეხმარებიან.