სამართალი
და მართლაც, კომისიამ ორ განცხადებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო 300-მდე საჩივრიდან დასაბუთებულად ჩათვალა ექვსი. თუმცა, ვერცერთი დაზარალებული საკუთარ ბინაში ჯერჯერობით ვერ შესახლებულა.
გაზეთის პირველი პუბლიკაციიდან აფხაზეთში პრეზიდენტი შეიცვალა. ანქვაბმა არჩევნებში გაიმარჯვა არააფხაზი მოსახლეობის მხარდაჭერის წყალობით. მის წინასაარჩევნო დაპირებებში აღნიშნული საკითხის მოგვარების დაპირებაც შედიოდა. ანქვაბის მოსკოველი „ადვოკატები“ კრემლს არწმუნებდნენ, რომ მისი მეტოქეები აფხაზი ნაციონალისტები არიან, რომლებთანაც რუსეთს შეთანხმება გაუჭირდება.
„არადა,პოლიტიკაში გაცნობიერებულმა ყველა ადამიანმა იცის, რომ წინასაარჩევნო დაპირებები იმისთვის არ იწერება, რომ შესრულდეს. თუმცა, ჩვენ, რატომღაც, ვიმედოვნებდით, რომ ფახაზეთი გამონაკლისი იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ ვცდებოდით“, – წერს „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ გუშინ, 27 დეკემბერს, გამოქვეყნებულ სტატიაში – „რესპუბლიკის რუსულენოვანი მცხოვრებნი წართმეულ ბინებს უწინდებურად ვერ იბრუნებენ“.