სამართალი
საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. ქალაქ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის დაცვამ დღეს, დილის ცხრის ნახევრისთვის, შენობის უკანა შესასვლელთან გაურკვეველი ნივთი შეამჩნია, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
ამ დროისათვის ძალოვნები ტერიტორიაზე მოკვლევას აწარმოებენ, მუშაობენ საპატრულო პოლიციის მიერ სენაკიდან გამოძახებული გამნაღმველები. შემთხვევის ადგილი გადაკეტილია.მერიის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია არ განხორციელებულა, თუმცა ქვეითად მოსიარულეებისა და ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდა.
ქუთათურებში მუსირებს აზრი, რომ „ნაცები ტემპერატურას წევენ... ხალხში პანიკას დათესავენ, რომ ახალ ხელისუფლებას კისერი წაატეხვინონ“.
ზოგიერთი ამ ფაქტს პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიღებას უკავშირებს და ამბობს: „ასეთი კოჭოიების გამოშვება უაზრობა და ქვეყნის ღალატია, რუსეთს არაერთხელ მოუწყვია ტერაქტები ჩვენ წინააღმდეგ... ქვეყნის ღალატია რუსეთის ჯაშუშების გამოშვება ციხიდან... ვიღაცა მაგ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, წლების მერე გასამართლდება ქვეყნის ღალატის გამო... ბათუმში მიწისძვრას ელოდებოდნენ... ქუთაისში ბომბს ეძებენ... თბილისში?..“