სამართალი
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტმა პარლამენტს ამნისტიის შესახებ კანონპროექტის საკუთარი ვერსია გაუგზავნა.
„დღეს პარლანეტში შემოვიდა პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონი. მან ხელი არ მოაწერა ამ კანონს და აქცენტს აკეთებს პოლიტპატიმრების საკითხზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ საქართველოში შეუძლებელია ყოფილიყვენენ პოლიტპატიმრები. ამ თემაზე უმრავლესობას სხვა მოსაზრება გვაქვს და ცხადია, ვრჩებით ამ მოსაზრებაზე. პრეზიდენტმა გამოაგზავნა თავისი ვერსია, რომელშიც ამოღებულია პოლიტპატიმრების და კიდევ რამდენიმე მუხლი. მოსალოდნელია, პირველ რიგში, კენჭისყრა მის ვერსიაზე, თუ ეს ვერსია არ იქნა გაზიარებული, შემდეგ პარლამენტი შეუდგება ვეტოს დაძლევის პროცედურას, ანუ პირვანდელი სახით კანონპროექტისთვის კენჭისყრას, რომელსაც სჭირდება დეპუტატთა სიის 3/5“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.