პოლიტიკა
„უპირველესად, საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს იურიდიულ დოკუმენტს სამხრეთ ოსეთისა დ ააფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელზეც უკვე არაერთი წელია, ჟენევის დისკუსიის ფაგრგლებში მუშაობა მიმდინარეობს. თუმცა, საქართველოს ძველი და ახალი ხელისუფლებაც მუდამ თავს არიდებენ ამ საკითხს“, – აღნიშნა თიბილოვმა, სააგენტო „რესის“ ინფორმაციით.
ამასთან, მან განაცხადა, რომ საქართველომ უნდა აანაზღაუროს მატერიალური ზარალი, რომელიც რესპუბლიკას 20-წლიანი აგრესიის მანძილზე მიაყენა.
„თავის დროზე შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში ჩვენ მოყენებული ზარალი დავთვალეთ და 1992 წლის ფასებში მან 32 მლრდ დოლარი შეადგინა“, – განმარტა თიბილოვმა და იქვე დასძინა, რომ სანამ ყველა ეს პირობა არ შესრულდება, საქართველოსთან არავითარ ურთიერთქმედებას ადგილი არ ექნება.