აქტუალური
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის საკითხების მიმართულებით დოკუმენტთა 80%-ზე მეტი მხარეთა მიერ უკვე ხელმოწერილია, ამასთან, ევროკავშირი საქართველოს 60 მლნ ევროს გამოუყოფს, საიდანაც 20 მილიონი ყოვლისმომცველი ინსტიტუციური მშენებლობის პროექტებისთვის დაიხარჯება, ხოლო 40 მილიონს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოიყენებს.
როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, 2013 წლის 12-13 თებერვალს თბილისში აღმოსავლეთპარტნიორობის არაფორმალურ მინისტერიალზე სატრანსპორტო კომუნიკაციების საკითხებს განიხილავენ. მან პრესკონფერენციაზე ნატოსთან ურთიერთობის სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველო ნატოს 2014 წლის სამიტისთვის მოემზადება; დაგეგმილია საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი. გარდა ამისა, გაიმართება ქართული მხარის შეხვედრები ალიანსის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებთან. ალექსი პეტრიაშვილმა ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან უწყების მიერ ორი თვის პერიოდში გამართული შეხვედრები დადებითად შეაფასა.