სამართალი
საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. ჩრდილოეთ ოსეთის მუფთის მოადგილე იბრაჰიმ დუდაროვი ვლადიკავკაზის გარეუბანში, სოფელ ჩმის მახლობლად მოკლეს, როცა იგი მანქანით შინ ბრუნდებოდა. დუდაროვს 5 ტყვია ჯიქურ აქვს ნასროლი. მუფთის მოადგილე ადგილზევე გარდაიცვალა.
ჩრდილოეთ ოსეთის მუფთის ჰაჯიმურატ გაცალოვის განცხადებით, ამ მკვლელობის ჩადენა მხოლოდ ისლამის მტრებს შეეძლოთ რეგიონში სიტუაციის გასამწვავებლად.„ჩვენს რესპუბლიკაშ არ არიან ვაჰაბიტები და რადიკალები. ჩრდილოეთ ოსეთი მშვიდი რეგიონია და მუფთის მოადგილის მოკვლა ეს ზურგში დარტყმაა, რადგან ის უწყინარი კაცი იყო“, – აღნიშნა გაცალოვმა.
„რია-ნოვოსტის“ ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობისა და იარაღით უკანონოდ ვაჭრობის მუხლებით.