სამხრეთ ოსეთს ვენესუელაში ახალი ელჩი ჰყავს
საქართველო, 27 დეკემბერი,
საქინფორმი. ვენესუელაში სამხრეთ ოსეთის ახალი ელჩი
დანიელ თიბილოვი გახდა. როგორც სააგენტო „რესს“ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ბოლივარის რესპუბლიკა ვენესუელაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიელ თიბილოვის დანიშვნის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა
ლეონიდ თიბილოვმა.
ვენესუელის ელჩის პოსტი 2011 წლის 31 მაისიდან ნარიმ კოზაევს ეკავა, რომელიც, ამავე დროს, ნიკარაგუის ელჩიც გახლდათ. პრეზიდნეტ თიბილოვის მიმდინარე წლის 25 ივლისის ბრძანებულებით კოზაევი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.