საზოგადოება
ღარიბაშვილი სამაშველო რაზმების სპეციალურ საჩვენებელ წვრთნას დაესწრო

1-Rarib-sazogad1საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზას ეწვია.

ის  ბაზის ტერიტორიაზე სამაშველო რაზმების სპეციალურ საჩვენებელ წვრთნას დაესწრო, რომლის თემატიკა იყო: შენობა-ნაგებობებიდან და დეფორმირებული ავტომანქანებიდან დაშავებულების უსაფრთხო ევაკუაცია, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ქიმიურ-რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე დროული რეაგირება.

მინისტრი  პირადად გაეცნო იქ მომუშავე თანამშრომლებს და სხვადასხვა სახეობის სამაშველო აღჭურვილობა დაათვალიერა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული სტრუქტურული ქვედანაყოფის პროფესიული მომზადების დონე დადებითად შეაფასა.