აქტუალური
მეცნიერებათა აკადემიაში სამხედრო მეცნიერების განვითარებაზე იმსჯელეს

1-akademia-aqtuaa1საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭოს გაფართოებულ სხდომას დაესწრო. კონფერენციაზე განხილვის თემა საქართველოში სამხედრო მეცნიერების განვითარება და პრობლემატიკა იყო.

სხდომაზე სამხედრო თემატიკაზე მომუშავე მეცნიერებმა სამხედრო თეორიის, შეიარაღებისა და სამხედრო საინჟინრო სფეროებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

კონფერენციაზე მეცნიერებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. „საქართველოს აქვს და ყოველთვის ჰქონდა მეცნიერების და, მათ შორის, სამხედრო მეცნიერების განვითარების უდიდესი პოტენციალი. რამდენიმე დღის წინ მე ჩვენი სამხედრო ტექნიკური შესაძლებლობები და სამხედრო რესურსი მოვინახულე, რომელიცდელტაშიგვაქვს. ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ, რომ შეგვეძლება, ფული ჩავდოთ და განვავითაროთ სწორედ სამხედრო მეცნიერება. ეს, ზოგადად, მეცნიერების დაფასების და დაფინანსების ნაწილია. ახალი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი განათლება და მეცნიერებაა, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სფეროში მომუშავე მეცნიერებმა.