საზოგადოება
საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ჯამში ცვლილება ექვს სხვადასხვა კანონში შედის, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის უფლებამოსილება მცირდება. სახელმწიფო დაზვერვის სამსახური პრეზიდენტის ნაცვლად მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის. სამთავრობო კონტროლი წესდება კონტრდაზვერვის სამსახურზე, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.
უმრავლესობის წარმომადგენელ ირინე იმერლიშვილის ავტორობით წარდგენილი ინიციატივის თანახმად, დაზვერვის სამსახური ანგარიშვალდებული იქნება მთავრობისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წინაშე, ხოლო მის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.