საზოგადოება
საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ორი თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოების შესახებ მედიას ანგარიში წარუდგინა. მინისტრმა ბრიფინგზე უწყების მომავალ გეგმებსა და სტრატეგიაზეც ისაუბრა.
დარახველიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს აქტუალური თემა იყო შენობებში დევნილთა შეჭრა და ფართების თვითნებურად დაკავება. მინისტრის განცხადებით, 53 დაკავებული ობიექტიდან 9 ობიექტზე შეჭრილ დევნილებთან მოლაპარაკება უკვე შედგა. ყველაზე პრობლემური ბაქოს ქუჩაზე შეჭრილი 44 ოჯახიდან 18-ის ფართებით დაკმაყოფილება მოხერხდა.