საზოგადოება
სააგენტოს ცნობით, ისინი აზერბაიჯანის დედაქალაქში ყატარის ავიახაზებით 15:05 საათზე გაფრინდნენ. ქალაქის მერიც და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ეკონომკლასში ისხდნენ. სავარაუდოდ, არც ერთ და არც მეორე ჩინოვნიკს იმის ფინანსური პრობლემები არ უნდა ჰქონოდა, რომ ბიზნესკლასით არ ემგზავრათ. როგორც ჩანს, მათ სურდათ შეუმჩნევლად დარჩენილიყვნენ.
სააგენტოს წყაროს ცნობით, „რამაზ ნიკოლაიშვილს კიდევ ერთი მამაკაცი ახლდა. სავარაუდოდ, ახლდათ დაცვის თანამშრომელიც. მათ ტრაპთან დახვდნენ ტრაფარეტით – მათი გვარების გამომსახველი ფურცლით, ჩასვეს მანქანაში და გაიყვანეს VIP გასასვლელიდან.... ყველა მათგანმა ერთი მანქანით დატოვა ბაქოს აეროპორტი“.
„რამაზ ნიკოლაიშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტში აქტიურად იყო ჩართული და როგორც ჩანს, გიგი უგულავამ თანამგზავრად სწორედ ამიტომ აირჩია“, – დასძენს „გურია ნიუსი“.