პოლიტიკა
ივანიშვილმა აზერბაიჯანელთა საერთო ეროვნული გმირის საფლავი გვირგვინით შეამკო

1-memo-politikaa3საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დღეს დაიწყო.

როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად საპატიო დაკრძალვათა ხეივანში გაემართა, სადაც აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის – ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის – ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინითა და ყვავილების თაიგულით შეამკო.

„საპატიო დაკრძალვათა“ ხეივანიდან საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით შეჰიდების ხეივანში გაემართა და მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინებით შეამკო.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: საქართველოს დელეგაციაში შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი და საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუცის ხელმძღვანელი.