პოლიტიკა
საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. სომხეთი დაინტერესებულია აფხაზეთის რკინიგზის გახსნით. ამის შესახებ დახურული სააქციო საზოგადოება „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ვიქტორ რებეცმა განაცხადა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლა აღადგინოს „აფხაზეთის დეიზოლაციის სტრატეგიის“ ფარგლებში.
აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედება რეალისტური იქნება, თუკი რუსეთი საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობების განვითარებას მოისურვებს.
აფხაზეთ-საქართველოს რკინიგზის მონაკევეთის აღდგენა სომხეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ყველაზე მოკლე და იაფი გზაა რუსეთისკენ.
ამჟამად სომხეთიდან ყველა სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოს გავლით ხორციელდება.