აქტუალური
პატრიარქს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო გადაეცა

1-patr-aqtua1-religi1საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. ქართულ ეკლესიაში შეტანილი წვლილისთვის, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმიდა გიორგის ოქროს ორდენი გადაეცა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: გუშინ პატრიარქის აღსაყდრებიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით სვეტიცხოველში გამართულ საზეიმო წირვის შემდეგ პატრიარქმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და მრევლს ქადაგებითაც მიმართა.

მე მოგმართავთ, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ორივეს გაქვთ დიდი დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე, მე მინდა, დაგლოცოთ და მე მინდა, გისურვოთ, ღვთის წყალობა სუფევდეს თქვენზედა რათა აკეთებდეთ ისეთ საქმეებს, რომელიც სათნო იქნება წინაშე ღვთისა და წინაშე ერისა ჩვენისა“, – მიმართა უწმიდესმა ტაძარში მყოფ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს.

წირვის დასრულების შედეგ პატრიარქის რეზიდენციაში პრემიერი ტრაპეზს დაესწრო.

ბიძინა ივანიშვილი ილია მეორეს აღსაყდრების 35 წლისთვისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტსაც დაესწრო, რომელიც ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს ერის სულიერების ამაღლებისათვის გაწეული ფასდაუდებელი მოღვაწეობისათვის და დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.