აქტუალური
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გასულ კვირას „ნაციონალურ მოძრაობა“ დატოვა ამბროლაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემაც. შერვაშიძეცა და ენუქიძეც წინა მოწვევის პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ენუქიძეს პარლამენტში საკუთარი ფრაქციის შექმნა სურს. ვრცელდება ცნობები იმის თაობაზეც, რომ საპარლამენტო უმცირესობის რიგები შესაძლოალ დატოვონ დეპუტატებმა ანზორ ბოლქვაძემ, გურამ მისაბიშვილმა, გიორგი ფეიქრიშვილმა და ნაული ჯანაშიამ, რომლებიც, სავარაუდოდ, ახალ ფრაქციაში გაწევრდებიან.