სამართალი
ტუღუში არასამთავრობო ორგანიზაციას აფუძნებს

1-tuRuSi-samarTaaa2საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი და სასჯელაღსრულების ექს-მინისტრი გიორგი ტუღუში ადამიანის უფლებათა დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას აფუძნებს. ტუღუშის თქმით, მაღალჩინოსანთა დაკავებებისას სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებებმა ეჭვი არ უნდა გამოიწვიოს.

ტუღუშის განმარტებით, ყველაზე სახიფათო ტენდენცია ისაა, რომ ფეხქვეშ გაითელა უდანაშაულობის პრეზუმფცია. ასევე, სუსტია მტკიცებულებები, რომლებმაც მოქალაქეები დაკავებების საფუძვლიანობაში უნდა დაარწმუნოს.

სამწუხაროდ მე რამდენჯერმე დამრჩა ეჭვი, რომ ძალიან ხშირად დიდი იყო სურვილი პირის დაკავების, თუმცა მტკიცებულებებზე ზრუნვა დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს პირები გამოაცხადეს დაკავებულებად, – აღნიშნა ტუღუშმა.

ყოფილი ომბუდსმენი და ექს-მინისტრი დადებითადაა განწყობილი ახალი სახალხო დამცველის მიმართ და ამბობს, რომ მას შეუძლია. კარგი ომბუსდმენი იყოს.