პოლიტიკა
იდეალური პუტინი

1-gulbaat-politika-3საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმ პუტინის ბოლო განცხადება რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით იმედისმომცემია. პრეზიდენტი უაღრესად გულახდილი იყო – სიტყვები, ლოგიკა, სახის მიმიკა, ჟესტიკულაცია – ბუკვალურად ყველაფერი ამაზე მეტყველებს. პუტინი რეალისტია. პრობლემა ცხადია: სააკაშვილმა და მისმა მფარველმა პროვოკატორებმა ეს ურთიერთობა, ისევე, როგორც აფხაზებთან და ოსებთან დარეგულირება, ჩიხში შეიყვანეს. რუსეთს არ შეუძლია, უკან წაიღოს ამ რესპუბლიკების აღიარება, და პუტინმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ რუსეთი ამით უფრო ბედნიერი არ გამხდარა, ხოლო საქართველოს არ შეუძლია მათი აღიარება – პუტინს ესეც ესმის. მადლობა რუსეთის პრეზიდენტს პატიოსნებისა და გულახდილობისთვის. მისი სიტყვები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც საქართველოში ჩვენ, ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლები, იძულებულნი ვართ, ლამის ვიყვიროთ, მაგრამ ვერ გადავფარავთ ელექტრონული მასმედიის ხმას: საქართველოს შიგნით მოქმედი საინფორმაციო ტერორისტების მიერ გავრცელებული რუსეთის ლიდერების სიტყვების ინტერპრეტაციის საწინააღმდეგოდ, რუსეთი არ ითხოვს საქართველოსგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას კეთილმეზობლობის აღდგენის სანაცვლოდ!

რუსეთის ხელისუფლებისა და ხალხის კეთილი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ იცვლება. საჭიროა დაახლოების გზების ძიება, იმ საკითხების აქცენტირება, რომლებიც აახლოებს, და არა აშორებს ორ ისტორიულად ძალზე ახლობელ, სულიერად მონათესავე ხალხებს (ეს ფორმულირებაც პრეზიდენტის განცხადებას ეფუძნება).

გუშინ ჩვენ ვიხილეთ და მოვუსმინეთ იდეალურ პუტინს, რომელთანაც შესაძლებელი და აუცილებელია მოლაპარაკება, რომელიც არ არის საქართველოს მტერი და, პირიქით, შეიძლება, გახდეს მეგობარი.

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

გულბაათ რცხილაძე

http://geurasia.org/geo/1356/idealuri-putini.html