სამართალი
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს

1-axalaiaa-samarTa1საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებით, როლანდ ახალაია ზუგდიდის პროკურატურაში უნდა გამოცხადდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა ახალაიას თანხების გამოძალვასთან დაკავშირებით დაკითხავს. პროკურატურის ცნობით, უწყებაში ახალაიას დაბარება მისი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორად მუშაობის პერიოდს უკავშირდება.
როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, როლანდ ახალაია დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს და მზადაა, მის მიმართ არსებულ ყველა შეკითხვას  საჯაროდ გასცეს პასუხი. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავს იკავებს სავარაუდო შეკითხვების თემატიკაზე საუბრისგან: კანონის ფარგლებში მას უწყება ჩაბარდება, შეუძლია ადვოკატიც აიყვანოს. კანონმდებლობის შესაბამისად, დეპუტატი ვალდებულია, სამართალადამცველ ორგანოებში მოწმის სტატუსით გამოცხადდეს და ვიმედოვნებ, რომ ყოფილი პროკურორი კანონს არ დაარღვევს“.

მთავარი პროკურორის – არჩილ კბილაშვილის, მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებით, იგი წინააღმდეგია როლანდ ახალაიას საჯაროდ დაკითხვის:
ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ კითხვები, რომლებსაც ჩვენ დავუსვამთ, ყველამ მოისმინოს, მაგრამ ასეთ რამეს კანონი არ ითვალისწინებს. მოწმის დაკითხვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით ხდება. ეს მკაცრად გაწერილი დოკუმენტია. და მხოლოდ იმ ქმედებების განხორციელების საშუალებას ითვალისწინებს, რაც იქ წერია. ბატონმა როლანდ ახალაიამ ეს კარგად უნდა იცოდეს“.

თვითონ ახალაია მის დაკითხვასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

როლანდ ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურაში 50 საჩივარია შესული.