პოლიტიკა
25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო ქრისტეშობას ზეიმობს

1-Soba--polit1-relig2საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს კათოლიკური სამყარო შობას ზეიმობს.

საქართველოს კათოლიკეებს შობის დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდის საშუალებით მიულოცა. ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით კი ქართველ კათოლიკეებს... ბედნიერებასა და სიხარულს გისურვებთ, კეთილდღეობა არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს... საქართველო მრავალი აღმსარებლობის წარმომადგენელთა სამშობლოა და თითოეულ მათგანს ერთი რამ აერთიანებს ამ ქვეყნის სიყვარული. ერთად ვილოცოთ მისი წინსვლისა და კეთილდღეობისათვის“, – წერს პრეზიდენტი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მილოცვის ტექსტს, ასევე, „ფეისბუქის“ გვერდზე  ავრცელებს: დღევანდელი დღე მინდა, მოვულოცო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ყველას, ვინც დღეს – 25 დეკემბერს. აღნიშნავს შობის დღესასწაულს. მინდა, გისურვოთ ბედნიერი მომავალი, სიხარული, წარმატება და კეთილდღეობა. მრავალი შობა გეზეიმოთ მშვიდობიან და ერთიან საქართველოში.

თბილისის  კათოლიკურ ეკლესიაში წუხელ საშობაო წირვა ჯუზეპე პაზოტიმ ჩაატარა.

კათოლიკე მოქალაქეებისთვის შობის მისალოცად, იუსტიციის მინისტრი, თბილისის მერი და „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი მივიდნენ.

ყველას გილოცავთ ამ ძალიან დიდ დღეს, სულიერი თავისუფლების, თავისუფლების დღეს ყველა ქრისტიანისთვის. ჩვენ ერთი რწმენის წარმომადგენლები ვართ, რაც უნდა განსხვავებული არსებობდეს ჩვენს შორის. როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, რომელიც სულ რამდენიმე დღეში იზეიმებს ამ დღესასწაულს, გილოცავთ მთელი გულით, თქვენ ხართ ჩვენი სისხლი და ხორცი. მინდა, მოგცეთ გარანტია, როგორც მთავრობის წარმომადგენელმა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში რელიგიური თავისუფლება იქნება ხელშეუხებელი, და ჩვენ არავის, პირველ რიგში კი, ჩვენს თავს, არ მივცემთ იმის უფლებას, რომ რომელიმე რელიგია, იქნება ეს უმცირესობა თუ უმრავლესობა, ხელისუფლებამ ან ვინმემ თავის იარაღად გამოიყენოს. ჩვენ ვართ ისეთი რელიგიური თავისუფლების მომხრე, რომლის პირობებში ყველა რელიგიას აქვს თავისუფალი აღმსარებლობის ნება, სახელმწიფოს აქვს თავისი პოზიტიური ვალდებულებები“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა მილოცვაში.

ჩვენი მრავალფეროვნება არის ჩვენი საგანძური და ჩვენი რელიგიური თავისუფლება არის ის ქვაკუთხედი, რომელსაც ეფუძნებოდა, ეფუძნება და მომავალშიც დაეფუძნება ჩვენი სახელმწიფო. ვისურვებ, რომ ჩვენ ამაზე არ გველაპარაკოს, და ამის საჭიროება არ ყოფილიყოს, არც პოლიტიკოსების და რაც უფლებადამცველების მხრიდან. მაშინ მართლაც ჭეშმარიტ მშვიდობას მივაღწევთ“, –აღნიშნა გიგი უგულავამ თავის მილოცვაში.

ვანო მერაბიშვილმა ეკლესია კომენტარის გარეშე დატოვა.