საზოგადოება
დღეს პატრიარქის აღსაყდრებიდან 35 წელი სრულდება

1-patriarqi-sazog-relig-1საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს, 2012 წლის 25 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესის ილია მეორეს აღსაყდრების 35 წლისთავი აღინიშნება. ყოველი წლისთავი დიდი ზეიმითა და სტუმრიანობით ხასიათდება. როგორც საქართველოს ეკლესიის მსახურნი, ისე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამობრძანებული სტუმრები მისალოც სიტყვებს წარმოთქვამენ ამ საზეიმო თარიღთან დაკავშირებით და აფასებენ მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის განვლილ პერიოდს.

პატრიარქი მცხეთაში დილიდან იმყოფება. იგი სვეტიცხოველში წირვას აღავლენს. ილია მეორეს ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სწორედ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

ამ წუთებში სვეტიცხოველში საზეიმო წირვა მიმდინარეობს პატრიარქის აღსაყდრებიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით. წირვას ესწრებიან საქართველოს სხვადასხვა ეპარქიის 150-მდე მღვდელმსახური, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მრევლი.

ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები.