ელექტროენერგიის შემცირებული ტარიფები ოფიციალურად გამოცხადდა
საქართველო, 24 დეკემბერი,
საქინფორმი. საქართველოს
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და კომპანია
„ინტერ-რაოს“ შორის დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, გაფორმდა დროებითი მემორანდუმი კომპანიებთან –
„თელასი“ და
„ენერგო-პრო“. მემორანდუმები გარდამავალია და ითვალისწინებს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ტარიფის 3,5 თეთრით შემცირებას მომხმარებლისთვის, რომლებიც 0-დან 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ. აღნიშნული კატეგორია აბონენტების 90%-ს მოიცავს.
„თელასი“ – 0-დან 100 კვტ-მდე გახდება 9,94 თეთრი( იყო 13,48); 101-დან 300 კვტ-მდე გახდება 12,46 თეთრი (იყო 16,00);
„ენერგო-პრო“ – 0-დან 100 კვტ-მდე გახდება 9,44 თეთრი ( იყო 12,98); 101-დან 300 კვტ-მდე გახდება 12,98 თეთრი( იყო 16,52);