პოლიტიკა
საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. „შერატონ მეტეხი პალასში“ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრისათვის აკრედიტაცია 150 ჟურნალისტმა გაიარა. პრემიერ-მინისტრის რანგში ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს მეორედ შეხვდა.
„ოლიმპიადის ჩატარებას მივესალმებით. საქართველომ მასში აუცილებლად მონაწილეობა უნდა მიიღოს. ჩვენი მხრიდან, როგორც მეზობელი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ოლიმპიადა მშვიდობიანად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩატარდეს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მან გაიხსენა ძველი საბერძნეთი, როცა ოლიმპიადების დროს ომები წყდებოდა. „ჩვენ რა გვჭირს ისეთი, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობა ვერ მივიღოთ და ჩვენი სპორტსმენები დავსაჯოთ და არც სტრატეგია არ შევქმნათ, რომ რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობა და მეგობრული ურთიერთობა აღვადგინოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.