ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია – დაპირისპირების პრევენციისათვის
საქართველო, 24 დეკემბერი,
საქინფორმი. როგორც
საქინფორმს საქართველოს
„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ პრესცენტრი ატყობინებს, ორგანიზაცია პრეზიდენტ
სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს აშკარა ანტიკონსტიტუციურ ტენდენციად აფასებს. ორგანიზაციის აზრით, პრეზიდენტის მოწოდება ძალოვანებისადმი – არ დაემორჩილონ უკანონო ბრაძანებებს, ქვეყანაში დესტაბილიციის გაღვივებისაკენ ირიბი მოწოდებაა.
„მიშას მთავრობის პერიოდში ეს რომ ოპოზიციონერს ასე ხმამაღლა გაეჟღერებინა, იგი მოწინააღმდეგეს დააკავებდა სახელმწიფო გადატრიალების მოწოდებისათვის და მცდელობასაც დააბრალებდა!“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში და მიმართავს არასამთავრობო სექტორს და სახალხო დაცველის აპარატს, შესაბამისი შეფასება მიეცეს ამ საკითხს, რათა სამომავლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში არ იქნეს შეყვანილი, რამაც შესაძლოა საზოგადოებას დაპირისპირებისკენ უბიძგოს.