საზოგადოება
შს მინისტრი პოლიციელთა მუშაობას დადებითად აფასებს

1-RaribaSv-sazog1საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მთავარ სამმართველოსა და დედაქალაქის 5 სხვადასხვა რაიონის პოლიციის სამმართველოს ეწვია.

ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ის თბილისის მთავარი სამმართველოს შენობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი მოინახულა და მათ პატივი მიაგო.

მინისტრი შინაგან საქმეთა გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის სამმართველოებშიც იმყოფებოდა. ის  პირადად გაეცნო  იქ მომუშავე პოლიციელებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის პოლიციის თანამშრომლების მუშაობა დადებითად შეაფასა.