აქტუალური
საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს ბალანსზე არსებული ძვირადღირებული ელიტური ავტომანქანები აუქციონის წესით გაიყიდება. საუბარია „Range Rover“-ის, „Range Rover Sport“-ის, „Range Rover Vogue“-ის, „Mercedes S class“, „ML“, „BMW X6, X5, M5“-ის და სხვა მარკის ავტომანქანებზე, რომლებიც უწყებაში ახალი მინისტრის დანიშვნამდე იყო შეძენილი. ზოგიერთი მათგანის ღირებულება 100 000 დოლარს აღემატება, ხოლო მათი საერთო ტექნიკური მომსახურება წელიწადში მილიონ ლარზე მეტი ჯდებოდა.