სამართალი
ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წაუყენეს

1-gvaramia-samarTaaa3საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს და მათთან ერთად დაკავებულ სხვა პირებს ბრალი წაუყენეს. ნიკა გვარამიას 5 სხვადასხვა მუხლით (სსკ 338-ე, 194-ე, 210-ე, 362-ე და 193 -ე მუხლები) აქვს ბრალდება წარდგენილი. პროცესს საქალაქო სასამართლოში ადვოკატებიც ესწრებოდნენ.

ნიკა გვარამიას ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის შეფასებით, ბრალი საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით, 2 მუხლით (ფულის გათეთრება და ქრთამის აღებაში დახმარების გაწევა). მისი განცხადებით, ბრალდებულად ცნობის შემდეგ ნიკა გვარამიამ გამომძიებლებს მისცა მცირე ჩვენება, მაგრამ მან განაცხადა, რომ არცერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ნიკა გვარამიასთან ერთად დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი ედებათ სსკ-ის 210-ე, 262-ე, 262-ე, 194-ე 339-ე მუხლებით, რაც ყალბი დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენებას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ქრთამის მიცემასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას გულისხმობს. მათი ადვოკატების განცხადებით, არცერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაკავებული გიორგი ნემსიწვერიძის ადვოკატ შოთა მინდელის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი  წაყენებული ბრალის გამო გაკვირვებულია, ხოლო რაც შეეხება კახა დამენიასა და იზაბელა გუტიძეს, მათი ადვოკატის განცხადებით, დაკავებულები ამ დრომდე კანონით მინიჭებული დუმილის უფლებას იყენებენ.

ნიკა გვარამიას ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის განმარტებით, თუკი სასამართლო ჩათვლის, რომ ერთ-ერთ აღმკვეთ ღონისძიებად გამოყენებულ იქნეს პატიმრობის ღონისძიება, დააყენებენ გირაოს შეთავაზების საკითხს.