საზოგადოება
სახელმწიფო მინისტრი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა

1-petriaS-sazoo3საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. მთავრობის კანცელარიაში სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელ ქშიშტოფ ლიზეკს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ფილიპ დიმიტროვს შეხვდა.

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ევროპელმა სტუმრებმა ევროატლანტიკურ სივრცეში სწრაფი ინტეგრაციის კუთხით ქართული მხარის მისწრაფებას მხარდაჭერა გამოუცხადეს:  „მივიღეთ ჩვენი ევროპელი მეგობრების სრული მხარდაჭერა  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან, კონფლიქტის მოწესრიგებაში მხარდაჭერასთან და ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების  მოლაპარაკებებში მათი მხრიდან მხარდაჭერის მზადყოფნაში“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ელმარ ბროკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ახალ მთავრობასთან.

„გვსურს, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები ასოცირებულ შეთანხმებებთან დაკავშირებით და მასშტაბური გავხადოთ არსებული სავაჭრო ურთიერთობები. შევთანხმდით ბევრ ასპექტზე, განსაკუთებით გამოვყოფ ოკუპირებულ ტერიტორიებს... მჯერა, რომ საქართველო გააგრძელებს რეფორმირების პროცესს  და ყოველივე ეს წარიმართება კანონიერების უზენაესობის დაცცვით“, – განაცხადა ბროკმა.