აქტუალური
პეტრიაშვილი: „უპირველესი და უმთავრესი სტრატეგიული ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“

1-petria-aqtuaaa3საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთთან  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის სანაცვლოდ საქართველო მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრების საკითხებს სასწორზე არასოდეს დადებს. ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას. „უპირველესი და უმთავრესი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა მან.

ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პრინციპული საკითხია, დიალოგი კი, რომელიც ქართულ და რუსულ მხარეებს შორის დაიწყო, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების დარეგულირებას. ამისათვის ჟენევის ფორმატი მთავარი ფორუმი იქნება რუსეთთან კონფლიქტის საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის.

„არავითარ შემთხვევაში სავაჭრო ურთიერთობები არ დაიდება სასწორზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია. ჟენევის პროცესი რჩება უცვლელი საქართველოსთვის და ეს იქნება მთავარი ფორუმი რუსეთთან კონფლიქტის საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.