სამართალი
მთავარი პროკურატურის განცხადება ელიტური კორუფციის სქემის შესახებ

1-prokur-samarTali1საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა ელიტური კორუფციის სქემა. დაკავებულია საქართველოს ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსებისა და  ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციის, განათლების ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია, კომპანია „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი. შპს ელენდეფსერვისის დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე,სააუდიტორო კომპანია გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლოუშენის დამფუძნებელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა დამენია და იზაბელა გუტიძე.

აღნიშნული გამოძიება დაიწყო 2012 წლის 6 ნოემბერს. 11 ნოემბერს – პრესაში, მოგვიანებით კი, ინტერნეტგამოცემებში გავრცელდა ინფორმაცია თელასში მიმდინარე კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით და გამოქვეყნდა  კონკრეტული დოკუმენტი. კერძოდ შპს „ელენდეფსერვისის“ მერ „თელასისათვის“ წარდგენილი ინვოისი საკონსულტაციო მომსახურებისათვის 450 000 აშშ დოლარის გადარიცხვაზე. „ელენდეფსერვისი“ ამ ინვოისის წარდგენისათვის  ერთი თვის შექმნილი იყო და არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა მსგავსი საქმიანობისათვის.

გამოძიება მიმდინარე საქმეზე 2012 წლის 8 ნოემბერს დაიწყო  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურში და მოპოვებულ იქნა კონკრეტული მტკიცებულებები.

„ამ კონკრეტული საკითხის შეფასება პოლიტიკოსების მიერ, რომ თითქოს ნიკა გვარამიას დაკავება მედიაზე ზეწოლაა, სრულიად არალოგიკურია და არ შეესაბამება სიმართლეს. ნიკა გვარამია რუსთავი -2 ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა 2012 წლის 14 ნოემბერს, ხოლო გამოძიება  კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებულია  2012 წლის 8 ნოემბერს. ამის დამადასტურებლად ჩვენ წარმოგიდგენთ ამონაწერს  არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან და ცნობას გამოძიების დაწყების შესახებ. ამრიგად, ამ საქმეზე გამოძიების დაწყების ეტაპზე ნიკა გვარამია არც „რუსთავი 2-ის დირექტორი იყო და არც პოლიტიკური ფიგურა“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიება მზად არის, საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით გაჩენილ ყველა კითხვას უპასუხოს, მათ შორის – ფარული მიყურადების შესახებ, რომელიც არის მტკიცებულების მოპოვების ერთ-ერთი ფორმა  და მასში არაფერია არაბუნებრივი, თუ ის კანონის დაცვით არის განხორციელებული.

რაც შეეხება იმას საზოგადოების ერთი ნაწილის აპელირებას, რომ ვანო მერაბიშვილზე და ნიკა გვარამიაზე არ ყოფილა გაცემული ფარულ მიყურადებაზე ბრძანება, მთავარი პროკურატურა განმარტავს, რომ „სასამართლოს მიერ გაცემულია ბრძანება  ფარულ მიყურადებაზე – კონკრეტულ ნომრებზე. მათ შორის,  577 20 12 12 ზე.  აღნიშნული ნომრით სარგებლობდა ნიკა გვარამია“.