სამართალი
„2006 წლის 13 იანვარს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სააკაშვილი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად სცნო. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი 5 წლით ირჩევა. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე სააკაშვილის ყოფნის ლეგიტიმური ვადა 2013 წლის იანვარში იწურება“, – აცხადებს მეფარიშვილი.
გია მეფარიშვილი, ასევე, შეგვახსენებს, რომ 2006 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი შესწორების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის ხუთწლიანი ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის თვეში. „აქედან გამომდინარე, სააკაშვილის უფლებამოსილება გაგრძელებულია 2013 წლის ოქტომბრამდე და შეადგენს 5 წელსა და 10 თვეს... მაგრამ არავის აქვს უფლება, უკანონოდ მიითვისოს ხელისუფლება! ამიტომ არის აუცილებელი საკონსტიტუციო სასამართლოს ჩარევა, რათა განმარტოს ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოსული ნორმები. ეს არის ერთადერთი ცივილიზებული გზა“.