პოლიტიკა
„შეიარაღებული ძალები არის და იქნება ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის სამსახურში“

1-Tavdacva-politikaa1საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ატყობინებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი შეშფოთებულია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო, რომელმაც საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოუწოდა „უკანონო“ ბრძანებებს არ დაემორჩილონ.

ამასთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომლეშიც, კერძოდ, ნათქვამია:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები არის და იქნება ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის სამსახურში და დაუშვებლად მიიჩნევს პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებას“.