სამართალი
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქუთაისის საკრებულოში შეხვედრასთან ერთად პარალელურად მოსახლეობის აქცია მიმდინარეობდა. დაპირისპირება მხარეებს შორის პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრის დასრულების შემდგომ დაიწყო, როცა პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის შენობას ტოვებდა.
გამოძიებას აწარმოებს ქუთაისის რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. სამართალდამცველები დაადგენენ და სათანადო რეაგირებას მოახდენენ ყველა კანონდამრღვევი პირის მიმართ.
„გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით, საზოგადოებას მიეწოდება სრული ინფორმაცია“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.