საზოგადოება
საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგია „რუსთავი 2“-ის შემოქმედებით რედაქციებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს პროფესიულ სოლიდარობას უცხადებს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„ჟურნალისტების დამოუკიდებლობა, მათი პროფესიული შემოქმედებითი საქმიანობა არ უნდა იყოს დამოკიდებული სახელმწიფო სტრუქტურებზე, მესაკუთრეთა კაპრიზებზე და არც მათ მიერ დანიშნულ ხელმძღვანელობაზე. პრობლემების გადაწყვეტა უნდა ხდებოდეს თვითრეგულირების საერთაშორისო ჟურნალისტთა სოლიდარობის, პროფესიული ეთიკის, მესაკუთრეთა, რედაქტორთა და ჟურნალისტთა შორის დაბალანსებული საკანონმდებლო ურთიერთობის საფუძველზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინებით.