თბილისში აზერბაიჯანელი მხატვრების გამოფენა იხსნება
საქართველო, 20 დეკემბერი,
საქინფორმი. როგორც
საქინფორმს საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოდან ატყობინებენ, საქართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობის ასოციაცია
დღეს, 20 დეკემბერს, 17:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში აზერბაიჯანელი მხატვრების გამოფენას ხსნის, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობის ასოციაციის პრეზენტაციასა და საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავს ეძღვნება.
გამოფენა ტარდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, აზერბაიჯანის ნავთობკომპანია „სოკარის“, „ამერიკის ხმის“ აზერბაიჯანის რედაქციისა და ტელეკომპანია „მე-9 არხის“ მხარდაჭერით, გენერალური სპონსორია „სოკარი“.