პოლიტიკა
პუტინი: „მოქმედმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სიტუაცია ჩიხში შეიყვანა“

1-putin-preskonferncსაქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ამ წუთებში მოსკოვში, კრასნაია პრესნიას სანაპიროზე მდებარე საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში, რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენცია მიმდინარეობს, რომელზეც 1040 რუსი და 186 უცხოელი ჟურნალისტია აკრედიტებული. ღონისძიების ტრანსლირება ფედერალური ტელეარხებით მიმდინარეობს.

პრესკონფრენციაზე რფ-ის პრეზიდენტს შეკითხვა დაუსვა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმაც:

„თქვენ უწინ განაცხადეთ, რომ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა არჩევნებზე იქნება დამოკიდებული. გვინდა, ვიცოდეთ, როგორ გესახებათ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, თუკი ჩვენი ახალი ხელისუფლებისათვის პრიორიტეტებად რჩება ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება და ნატოში გაწევრება?“

„ჩვენ ვხედავთ, მართალია, თავშეკავებულ, მაგრამ პოზიტიურ სიგნალებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. და არა მარტო ვხედავთ, არამედ მივესალმებით და იმავეთი ვპასუხობთ. თუმცა, არის პრობლემა, რომელიც ყველასთვის ცნობილია. მოქმედმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სიტუაცია ჩიხში შეიყვანა. რუსეთს არ შეუძლია გადახედოს თავის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე. ამას ვერ მოვიმოქმედებთ.

ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება გვსურს. ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო ამით უფრო მეტად არის დაინტერესებული, თუმცა, ჩვენ ცხვირს არ ავუბზუებთ.  დაახლოებულ ხალხებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება უნდა მოხდეს. მოდი, ამაზე ერთად ვიფიქროთ“, – განაცხადა პასუხად რფ-ის პრეზიდენტმა.