პოლიტიკა
საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური პალესტინის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ურჩია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ საქართველოს დადებითად მიეცა ხმა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს.
ამ საკითხზე ელჩ ნორლანდსა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის საუბარს საერთოდ არ ჰქონია ადგილი. ხმის მიცემაზე გადაწყვეტილების მიღება მოხდა, ასეთი შემთხვევებისთვის, საქართველოს მთავრობაში არსებული პროცედურების მიხედვით“.