პოლიტიკა
„ჩვენ პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება ვართ და ვგმობთ ნებისმიერ აგრესიას, ვის მიმართაც უნდა ხორციელდებოდეს იგი.
ოპონენტების მიმართ აგრესია და დაპირისპირება, სამწუხაროდ, წინა წლებში დამკვიდრებული პრაქტიკაა და დღეს სწორედ ამის შედეგებს ვიმკით.
მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ყოველგვარი დაპირისპირებისაგან, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე.
მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ ყველა კანონდარღვევა და სამომავლოდ აღკვეთონ მსგავსი პროვოკაციები“.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: პრეზიდენტის ვიზიტის დასასრულს ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისთან, სადაც პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ხვდებოდა, პარალელურად აქცია მიმდინარეობდა. შენობიდან გამოსულ უმცირესობის წევრ დეპუტატებს აქციის წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.