საგამოძიებო სამსახურის განცხადება დღევანდელ დაკითხვებთან დაკავშირებით
საქართველო, 19 დეკემბერი,
საქინფორმი. როგორც
საქინფორმი დღეს უკვე იუწყებოდა, დილიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე გამოცხადდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი
ნიკა გვარამია, ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი
ალექსანდრე ხეთაგური, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადილე
კახა დამენია, „თელასის“ მოქმედი გენერალური დირექტორი
დევი კანდელაკი.
მოგვიანებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამ დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია: „არასამეწარმეო მიზნით 2012 წლის ივლისში შექმნილ ცრუ საწარმოსათვის ენერგოკომპანიების მიერ თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურებისათვის 1 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იკითხებიან ენერგეტიკის და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია, შპს „გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის“ დამფუძნებელი კახა დამენია და „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი“.