აქტუალური
ივანიშვილი: „პასუხი აგოს, რატომ ჰქონდათ მთავრობის წევრებს 7 რეზიდენცია“

1-gorsi-aqtuaa3საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილ თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად გორის თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ. ისინი კურსანტებს და იქ მომუშავე პერსონალს შეხვდნენ.

პრემიერი შეხვედრის შემდეგ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოში „მნგრეველთა ძალის“ მოსვლისა და „თალიბანიზაციის“ შესახებ და აღნიშნა: რას ნიშნავს, თალიბანიზაცია იწყება? იმასაც გვაბრალებდა, კომუნისტური წყობა მოდისო. ნახეთ, რა პროგრამები მიმდინარეობს სოციალური კუთხით. ჩვენ პირველ წელსვე ვიმუშავეთ ამ კუთხით. ორშაბათს პრესკონფერენცია მექნება და იქ დეტალურად ვისაუბრებ. ნახეთ, რა ხდება ჯანდაცვაში, რა პროგრამები დავიწყეთ სოციალური დახმარების კუთხით...“

პრემიერ-მინისტრის თქმით, გაუგებარია, რამ გააღიზიანა  პრეზიდენტი – თუ მას მხედველობაში ჰქონდა სამთავრობო აგარაკების მშენებლობის პროცესი, რომელ ქვეყანაშია სამთავრობო „დაჩები?“ სამწუხაროდ, ეს პროცესი ჯერ ვერ შევაჩერეთ და მშენებლობები ახლაც გრძელდება.

ივანიშვილის განმარტებით, ქვეყანა გაჭირვებულია, ერთ ოჯახზე შემოსავლით საქართველო განვითარებადი ქვეყნის დონეზეა და უსახლკაროები გვყავს. „არცერთ ქვეყანაში არ უნდა აშენდეს აგარაკები. მდიდარ ქვეყნებშიც კი არ ხდება ეს. იქ ჩინოვნიკებს არ აქვთ თვითმფრინავები. 80 მილიონი თვითმფრინავებში აქვს გადახდილი. ეს ყველაფერი სურთ, რომ ჩვენ მოგვაწერონ. იმის გონიერება აქვს ქართველ ხალხს, რომ თეთრი და შავი გაარჩიოს... პასუხი აგოს იმაზე, რატომ ჰქონდათ მთავრობის წევრებს 7 რეზიდენცია“, – განაცხადა  ივანიშვილმა და დასძინა, რომ მსგავს ფაქტს ახალი მთავრობის წარმომადგენლებზე პრეზიდენტი ვერ დაასახელებს.