აქტუალური
სააკაშვილი: „არის საფრთხე, მოვიდეს მნგრეველთა დიდი ბრიგადა“

1-ngreva--aqtuaa1საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეწვია „ექსპოჯორჯიაში“ გამართულ გამოფენას სახელწოდებით – „ჰოლანდიელი არქიტექტორების დღეები საქართველოში“. ჰოლანდიის საელჩოს ინიციატივით გამართულ გამოფენაში 15 წამყვანი ჰოლანდიური კომპანია მონაწილეობს. გამოფენის დათვალიერების შემდეგ, ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება აღმშენებლობის პროცესისა და არქიტექტურული კულტურის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, მიუღებელია ყველა ის მოწოდება, რომელიც ნგრევის პროცესს უკავშირდება. გუშინ საქართველოს მთავრობამ, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გამოაცხადა ნგრევის მასშტაბური პროგრამის შესახებ... არ მგონია, რომ 21- საუკუნეში საქართველოს მთავრობამ თავი უნდა მოიჭრას მთელი მსოფლიოს წინაშე თალიბანიზაციით და ახალი, თანამედროვე შენობების ნგრევით.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მშენებლობამ უამრავი ოჯახი დაასაქმა, ახლა კი ნგრევამესმის სულ რომ სისტემა უნდა დაინგრეს. გუშინ გვამცნეს, რომ უნდა დაინგრესნაციონალური მოძრაობაარა მხოლოდ როგორც ორგანიზაცია, არამედ მისი მომავალი“.

მან ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ გვქონდა გრევის მრავალი ეპოქა და საქართველოს ისტორიაში მხოლოდ პატარა ეპოქები იყო შენების. ამ მხრივ კი 8 წლის განმავლობაში სწორედ შენების ეპოქა იყო, განსაკუთრებით კი, ბოლო 4-5 წელიწადი. ახლა იმის გამო, რომ ჩვენ ვაშენებდით, ჩვენს ჯინზე დაანგრიო ყველაფერი, ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა. ამას ექნება გრძელვადიანი, კატასტროფული შედეგები საქართველოს ხალხისთვის. ჩვენმა ხალხმა მისცა ხმა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და არა ნგრევას.

მისი თქმით, არჩევნებამდე მისი გაფრთხილება, რომ  „არის საფრთხე, მოვიდეს მგრეველთა დიდი ბრიგადა“, ბევრს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა და იმედოვნებს, რომ საქართველოში მშენებლობა კვლავ განახლდება. მე არ მინდა, რომ საქართველოს გაუთენდეს დღე, როდესაც მსოფლიო დასცინებს და აბუჩად ასაგდები გავხდებით ასეთი სისულელეების გამო. იმედი მაქვს, საქართველოში განახლდება მშენებლობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.