სამართალი
დაკითხვაზე იმყოფებიან ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადილე კახა დამენია (იგი უწყებაში გიორგი არველაძის მინისტრობის დროს მუშაობდა), „თელასის“ მოქმედი გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი.
ამ ეტაპზე არ ხმაურდება თემა, რომლის ირგვლივაც გამოძიებას კითხვები აქვს ყოფილ მაღალჩინოსნებთან.
მოწმის სტატუსით დაბარებულები დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, რომ მათთვის ჯერჯერობით უცნობია თემა, თუ რის ირგვლივ ექნება კითხვები გამოძიებას.